Menu Close

განათლების საკონსულტაციო სერვისები

პროფესიული განვითარების პროგრამები
ჩვენ ვმუშაობთ საგანმანათლებლო ინსტიტუციებთან და სამთავრობო ორგანიზაციებთან პროფესიული განვითარების პროგრამების დიზაინის და განხორციელების მიმართულებით.

ინსტრუქციული დიზაინი
მაინდვორქსი მუშაობს ორგანიზაციებთან მრავალფეროვანი და ინოვაციური სასწავლო გამოცდილებების შესაქმნელად. ტექნოლოგიები ჩვენს საკონსულტაციო სერვისების განუყოფელი ნაწილია და მათ ინსტრუქციული პრაქტიკის გამრავალფეროვნებისთვის ეფექტურად ვიყენებთ. ეს მიმართულება მოიცავს ინოვაციური მეთოდოლოგიის დანერგვას, კურიკულუმის შექმნას, მასწავლებლების ტრენინგის დაგეგმვასა და განხორციელებას.

სასწავლო რესურსების შექმნა
ჩვენს კლიენტებს ვთავაზობთ სასწავლო რესურსების განვითარებას, ნებისმიერი ტიპის, ფორმისა თუ მოცულობის. სასწავლო რესურსების მიმართულებით ჩვენ ვქმნით სახელმძღვანელოებს, ვიდეო-ლექციებს, ანიმაციებს, ილუსტრაციებს, პრეზენტაციებს და ა.შ. ჩვენ ვმუშაობთ ასევე არსებული კურსების და სახელმძღვანელოების ლოკალიზაციასა და დანერგვაზე, ასევე მასალების ტრანსფორმაციაზე, მაგალითად, პირისპირ ტრენინგის მასალების საფუძველზე ვქმნით ონლაინ კურსებს.

ტექნოლოგიები
მაინდვორქსი გეგმავს ტექნოლოგიურ გადაწყვეტებს, რომლებიც საგანმანათლებლო პროცესებს და რესურსების ორგანიზებას ემსახურება. ჩვენ სხვადასხვა პლატფორმსს ვიყენებთ მომხმარებლისთვის საუკეთესო გამოცდილების შესაქმნელად. მათ შორის, სწავლის მართვის სისტემებს, კორპორატიულ ქლაუდ სერვისებს, ონლაინ მაღაზიების პლატფორმებს, კორპორატიულ ვებსაიტებს.