Menu Close

მაინქრაფტის საგანმანათლებლო ვერსიის დანერგვის პილოტირება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ონლაინ პროგრამის ფარგლებში

დამკვეთი: მაიქროსოფთ საქართველო (Microsoft Georgia)
პარტნიორობა: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

პროექტის მიზანი იყო Minecraft Education Edition-ის პილოტირება საქართველოს სკოლებში. მაინდვორქსმა შექმნა და განახორციელა სინქრონული დისტანციური სწავლების კურსი მასწავლებლებისთვის. ოთხთვიანი დისტანციური კურსი გაიარა საქართველოს 110 სკოლიდან 250-მდე მასწავლებელმა და ქოუჩმა,  ასევე ჩართული იყო 2000-მდე მოსწავლე. სინქრონული დისტანციური კურსის შესაქმნელად გამოყენებული იყო ისეთი მიდგომები, როგორიცაა მიკროსწავლება (Microlearning), შებრუნებული საკლასო ოთახი (Flipped classroom) და სოციალური სწავლება (Social learning).

პროექტის შესახებ, მათ შორის, მასწავლებლების მიერ პროექტის ფარგლებში შექმნილი რესურსების საცავი იხ. ვებგვერდზე: https://eduminecraft.club/

Posted in ჩვენი პროექტები