დამკვეთი: PEM GmbH
დონორი: ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველო (MCA Georgia)
პროექტის მიზანი იყო სწავლების ინოვაციური მეთოდის, შებრუნებული საკლასო ოთახის, დანერგვა ბათუმსა და ამბროლაურში მოქმედი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებში. შებრუნებული საკლასო ოთახის მეთოდოლოგია იყენებს დიზაინს აზროვნების მიდგომას, საკომუნიკაციო და საინფორმაციო ტექნოლოგიებს, სწავლის უნივერსალურ დიზაინს იმისათვის, რომ ზუსტად იყოს იდენტიფიცირებული და გათვალისწინებული პროცესში ჩართული ადამიანის ინდივიდუალური საჭიროებები. პროექტში ჩართულმა პროფესიული სასწავლებლების ლექტორებმა ისწავლეს არა მხოლოდ შებრუნებული საკლასო ოთახის მეთოდოლოგია, არამედ სხვა ინოვაციური ინსტრუმენტები და მიდგომებიც, მაგალითად, პროექტზე დაფუძნებული სწავლა და ურთიერთსწავლება (peer instruction). შეიქმნა სახელმძღვანელო პედაგოგებისთვის, რომლებსაც შებრუნებული საკლასო ოთახის გამოყენება უნდათ.