მენიუ დახურვა

ანიმირებული ონლაინ კურსების შექმნა მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის

დამკვეთი: გარემო და განვითარება
პროგრამა: UNDP-GEF Kura II Project

პროექტის მიზანი იყო სკოლებისა და მასწავლებლების მხარდაჭერა წყლის რესურსების რაციონალური გამოყენების შესახებ სწავლების პროცესში. სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის მოსწავლეებისთვის და მათი მასწავლებლებისთვის შეიქმნა თვითმართვადი (self-paced) სასერტიფიკაციო კურსები ანიმაციური ვიდეოებით, სწავლების მეთოდოლოგიური გაიდლაინებითა და შეფასების ინსტრუმენტებით.

კურსები შემუშავდა სამ ენაზე: ქართულ, აზერბაიჯანულ და ინგლისურ ენაზე.

პროექტის ფარგლებში შეიქმნა სამენოვანი ონლაინ პლატფორმა, რომელზეც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია კურსების გავლა. პლატფორმის ბმული: http://water.envdevelopment.org/

Posted in ჩვენი პროექტები