დამკვეთი: მაიქროსოფთ საქართველო (Microsoft Georgia)
პროექტის მიზანი იყო საქართველოს სკოლებისთვის კოდირების სასწავლო გეგმის მომზადება და მისი პილოტირება კლუბის ფორმატში. შეიქმნა მოდელი: სასწავლო პროცესი მიმდინარეობს კლასში, რომელიც შედგება პროგრამირებით დაინტერესებული მოსწავლეებისგან (ნებისმიერი საფეხური, ნებისმიერი კლასი), კოდირების ინსტრუქტორი (პრაქტიკოსი პროგრამისტი) დაკავშირებულია მათთან ონლაინ რეჟიმში და კლასის მასწავლებელი ხელს უწყობს პროცესს იქვე, საკლასო ოთახში. სასწავლო პროგრამა ეფუძნება Khan აკადემიის კომპიუტერული პროგრამირების მოდულს და შევსებულია Mindworks-ის მიერ შექმნილი გაკვეთილის გეგმებით შერეული სასწავლო პროცესისთვის (blended learning).