ჩვენ შესახებ

მაინდვორქსი არის საკონსულტაციო კომპანია, რომელიც ორგანიზაციებს სთავაზობს მხარდაჭერას საგანმანათლებლო, ICT და მენეჯმენტის მიმართულებებით. ჩვენი ვიყენებთ დიზაინ აზროვნებისა და ეჯაილ მიდგომებს იმისათვის, რომ ზუსტად ვუპასუხოთ სტეიქჰოლდერების საჭიროებებს და დავნერგოთ მათზე მორგებული გადაწყვეტები.

განათლების საკონსულტაციო სერვისები

პროფესიული განვითარების პროგრამები
ჩვენ ვმუშაობთ საგანმანათლებლო ინსტიტუციებთან და სამთავრობო ორგანიზაციებთან პროფესიული განვითარების პროგრამების დიზაინის და განხორციელების მიმართულებით.

ინსტრუქციული დიზაინი
მაინდვორქსი მუშაობს ორგანიზაციებთან მრავალფეროვანი და ინოვაციური სასწავლო გამოცდილებების შესაქმნელად. ტექნოლოგიები ჩვენს საკონსულტაციო სერვისების განუყოფელი ნაწილია და მათ ინსტრუქციული პრაქტიკის გამრავალფეროვნებისთვის ეფექტურად ვიყენებთ. ეს მიმართულება მოიცავს ინოვაციური მეთოდოლოგიის დანერგვას, კურიკულუმის შექმნას, მასწავლებლების ტრენინგის დაგეგმვასა და განხორციელებას.

სასწავლო რესურსების შექმნა
ჩვენს კლიენტებს ვთავაზობთ სასწავლო რესურსების განვითარებას, ნებისმიერი ტიპის, ფორმისა თუ მოცულობის. სასწავლო რესურსების მიმართულებით ჩვენ ვქმნით სახელმძღვანელოებს, ვიდეო-ლექციებს, ანიმაციებს, ილუსტრაციებს, პრეზენტაციებს და ა.შ. ჩვენ ვმუშაობთ ასევე არსებული კურსების და სახელმძღვანელოების ლოკალიზაციასა და დანერგვაზე, ასევე მასალების ტრანსფორმაციაზე, მაგალითად, პირისპირ ტრენინგის მასალების საფუძველზე ვქმნით ონლაინ კურსებს.

ტექნოლოგიები
მაინდვორქსი გეგმავს ტექნოლოგიურ გადაწყვეტებს, რომლებიც საგანმანათლებლო პროცესებს და რესურსების ორგანიზებას ემსახურება. ჩვენ სხვადასხვა პლატფორმსს ვიყენებთ მომხმარებლისთვის საუკეთესო გამოცდილების შესაქმნელად. მათ შორის, სწავლის მართვის სისტემებს, კორპორატიულ ქლაუდ სერვისებს, ონლაინ მაღაზიების პლატფორმებს, კორპორატიულ ვებსაიტებს.

გამოცდილების დიზაინის საკონსულტაციო სერვისები

დიზაინ აზროვნება
ჩვენ ვეხმარებით ორგანიზაციებს სერვისებისა და მომხმარებელთა გამოცდილებების შექმნასა და გაუმჯობესებაში დიზაინის აზროვნების პროცესის გამოყენებით მომხმარებლის ემპათიის, მონაწილეობითი იდეაციის, სწრაფი პროტოტიპირების, ტესტირებისა და იტერაციის გზით და დანერგვის მართვაში მომხმარებელის დაყენებით დიზაინის ცენტრში.

მომხმარებლის გამოცდილების მართვა
ადამიანზე ორიენტირებული მიდგომის და მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგიის სარგებელი, რომელსაც მაინდვორქსი იყენებს, არ შემოიფარგლება კერძო სექტორით. სამთავრობო, სამოქალაქო და აკადემიურ ინსტიტუციების წარმატებაც ყველა დონეზე სწორედ მომხმარებლების საჭიროებების და სურვილების გათვალისწინებაზე დგას.

  • პროდუქტისა და სერვისის დიზაინი
  • გამოცდილების დიზაინი და დანერგვა
  • მარკეტინგი და კომუნიკაცია
  • ქცევის ცვლილების კამპანიები
  • მულტიმედიური კონტენტი სოციალური მედიისთვის

ინოვაციის ვორქშოფები
ჩვენ ვაორციელებთ ინოვაციის სემინარებს, რომლებიც ეფუძნება ადამიანზე ორიენტირებულ და პრობლემის გადაჭრის თანამშრომლობით მიდგომას და ემსახურება დიზაინის მაინდსეტის გამომუშავებასა და დიზაინ აზროვნების ინსტრუმენტებისა და ტექნიკის დაუფლებას.

  • ტრენდების პროგნოზირება და შესაძლებლობების მართვა
  • მომხმარებლის გამოცდილების დიზაინი
  • დიზაინ აზროვნება მოქმედებაში
  • სერვისის დიზაინი
  • იდეაცია და პროტოტიპირება

დაგვიკავშირდით

დაგვირეკეთ ან მოგვწერეთ პირდაპირ. ჩვენ მიდამ ხაზზე ვართ და მზად ვართ, გიპასუხოთ მალევე.

ტელ.: +995 577 533 933

ელფოსტა: info@mindworks.ge

გვიპოვეთ სოციალურ ქსელში, Facebook-ზე ან LinkedIn-ზე, ქვემოთ ღილაკებზე დაწკაპუნებით.

© - Mindworks LLC