მენიუ დახურვა

Minecraft Education გამოცემის საპილოტე დანერგვა საქართველოს საჯარო სკოლებში

დამკვეთი: Microsoft Georgia

პროექტი მიზნად ისახავდა Minecraft EE-ის პილოტირებას საჯარო სკოლებში და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადებას 2020 წლის სექტემბრისთვის უფრო ფართო მასშტაბიანი განხორციელებისთვის. პროექტში ჩართული იყო 150 სკოლა, თითოეულ სკოლას წარმოადგენდა ერთი ლიდერი მასწავლებელი. მონაწილეობდა 2000-მდე სკოლის მოსწავლე. თითოეულ მასწავლებელს უნდა შეექმნა 4 სასწავლო პროექტი და განეხორციელებინა ისინი საკლასო გარემოში. პროექტი განხორციელდა მარტი-ივნისის პერიოდში, Covid-19-ის პანდემიის დროს. შესაბამისად, მასწავლებლებისთვის მთელი სასწავლო კურსის პროგრამა დაიგეგმა, როგორც ონლაინ კურსი. პროექტის ფარგლებში კომპანია Mindworks ხელმძღვანელობდა პროექტის განხორციელების ყველა ასპექტს, მათ შორის პროექტის მართვას, კურსის დიზაინს, კონტენტის მომზადება და მასწავლებელთა ტრენინგს.

Posted in ჩვენი პროექტები