Menu Close

Microsoft Showcase School პროგრამა. მარტი-ივნისი 2022

პროგრამის შესახებ 

კომპანია მაიკროსოფტ საქართველოს და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანამშრომლობით, და კომპანია მაინდვორქსის ჩართულობით, ვიწყებთ სკოლების შერჩევას, რომლებიც გაივლიან მომზადებას Microsoft Showcase  School პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად. 

Microsoft Showcase School  პროგრამა არის სკოლების ტრანსფორმაციის გლობალური პროგრამა, რომელშიც ერთიანდებიან გამორჩეული სასკოლო პრაქტიკის მქონე სკოლები. ამჟამად პროგრამაში გაწევრიანებულია 1000-ზე მეტი სკოლა ყველა კონტინენტიდან. ამ სკოლებს შესაძლებლობა აქვთ პირდაპირი კავშირი დაამყარონ სხვა Showcase სკოლებთან, მონაწილეობა მიიღონ Microsoft-ის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებსა და ტრენინგებში, Microsoft-თან ერთად დაგეგმონ და განახორციელონ საგანმანათლებლო ინიციატივები. 
დეტალები შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე: https://www.microsoft.com/en-us/education/school-leaders/showcase-schools  

პროექტის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით შეირჩევა 10 სკოლა, რომლებიც მაიკროსოფტის მხარდაჭერით 2022 წლის მარტი-ივნისის განმავლობაში იმუშავებენ საკუთარი პრიორიტეტების მიხედვით განვითარების ხედვის, სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შექმნაზე. საბოლოო ჯამში სკოლის წარმომადგენლები მზად იქნებიან Showcase School სტატუსის მისაღებად აპლიკაციის შევსებისთვის. 

ეს არის პროგრამა იმ სკოლისთვის, რომელიც: 

  • მზად არის შექმნას სკოლის განვითარების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა 
  • ცდილობს მასწავლებლების მოტივირებას უწყვეტი პროფესიული განვითარებისთვის 
  • ცდილობს სასკოლო გარემო გახადოს ინკლუზიური და თანასწორი 
  • აქტიურად იყენებს Microsoft-ის ტექნოლოგიებს 
  • მონაწილეობა შეუძლია როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლას.  

პროგრამის გავლის შედეგად: 

  • სკოლას ექნება განვითარების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა საკუთარი პრიორიტეტების მიხედვით.  
  • მასწავლებლები იქნებიან საერთაშორისო საგანმანათლებლო პლატფორმის წევრები 
  • სკოლა მზად იქნება Showcase School სტატუსზე ნომინირებისთვის  
  • სკოლა Microsoft-თან ერთად პარტნიორულ ინიციატივებში მიიღებს მონაწილეობას 

აქტივობები და ვადები 

პროექტი ხორციელდება 2022 წლის მარტი-ივნისის განმავლობაში და მოიცავს შემდეგ ეტაპებს: 

  1. სკოლის დირექტორის დასწრება საინფორმაციო შეხვედრაზე დასწრება 
    პირველი საინფორმაციო შეხვედრა: 11 მარტი, 15:00 
    მეორე საინფორმაციო შეხვედრა: 15 მარტი, 15:00 
    სკოლის წარმომადგენლები ესწრებიან ერთ საინფორმაციო შეხვედრას, რომელზეც განხილული იქნება Showcase სკოლის პროგრამაში მონაწილეობის პირობები და კრიტერიუმები, პროგრამის ფარგლებში მისაღწევი მიზნები და აქტივობების გრაფიკი.  
    შეხვედრაზე რეგისტრაცია: https://forms.office.com/r/dVBwuXKqPQ  
  1. აპლიკაციის შევსება: 20 მარტის ჩათვლით 
    Სკოლა ავსებს Showcase სკოლის პროგრამაში მონაწილეობის აპლიკაციას Microsoft-ის ოფიციალურ გვერდზე ინგლისურ ენაზე.  
  1. მონაწილე სკოლების შერჩევა: 27 მარტის ჩათვლით 
    აპლიკაციების საფუძველზე შეირჩევა 10 სკოლა, რომლებიც ჩაერთვებიან Showcase სკოლის სტატუსის მისაღებად მოსამზადებელ პროგრამაში.  
  1. პროგრამაში მონაწილეობა: 30 მარტი – 30 ივნისი 
    სულ ჩატარდება 9 ვორქშოფი სკოლის დირექტორებისთვის. თითო შეხვედრა გაგრძელდება 2 საათი. 
    ვორქშოფების ნაწილი იქნება საერთო ათივე სკოლისთვის, ნაწილი კი – ინდივიდუალური ჯგუფებისთვის.  
  1. Საბოლოო კონფერენცია, სერტიფიკატების გადაცემა: 15 ივნისი 
    პროგრამის დასრულებისას სკოლის დირექტორები წარადგენენ პრეზენტაციებს შემაჯამებელ კონფერენციაზე. 

საინფორმაციო შეხვედრაზე რეგისტრაცია: https://forms.office.com/r/dVBwuXKqPQ 
 
დეტალებისთვის მოგვწერეთ 

ელფოსტით: education@mindworks.ge 

მესენჯერით Mindworks-ის გვერდზე: https://m.me/1417610595207125